გახარია – ივანიშვილზე: „მქონდა დაკავშირების მცდელობა“
08/06/2021 18:05:40 პოლიტიკა
ექს–პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ამბობს, რომ გადადგომამდე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთა კომუნიკაციის მცდელობა ჰქონდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტის ვერსიის მოსმენის შემდეგ განაცხადა. კერძოდ, ჟუნალისტის ინფორმაციით, გახარიამ სცადა ივანიშვილთან დაკავშირება, თუმცა მას არ უპასუხა, მაგრამ უპასუხა გუნდის სხვა წევრს, სავარაუდოდ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს.
„მქონდა მცდელობა დაკავშირების [ივანიშვილთან–რედ] სწორედ მაშინ, როდესაც დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომელებსაც ამის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამას ვერ გაბედავდნენ ვერასდროს, ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში, მქონდა მცდელობა დაკავშირების იმისთვის, რომ გამერკვია, რა ხდებოდა. ეს კავშირი ვერ შედგა და ამის შემდეგ დავუძახე ჟურნალისტებს და გავაკეთე განცხადება, რომელიც გავაკეთე [გადადგა]“,– განაცხადა გახარიამ „ტვ პირველზე“.
ამასთან, როგორც გახარია ამბობს, 19 თებერვალს მას მცდელობა ჰქონდა პოლიტსაბჭოს მოწვევის, რათა საკუთარი პოზიცია გაეცნო ენმ–ის თავმჯდომარის დაკავების თაობაზე, რადგან გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, თუმცა უარი მიიღო.


