Accentnews.ge
გახარია – კობახიძეზე: „ეს შეშინებული კაცის ბოდვაა“

გახარია – კობახიძეზე: „ეს შეშინებული კაცის ბოდვაა“

08/06/2021 17:37:15 პოლიტიკა

ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა და მეტი არაფერი,– ასე აფასებს „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ვერსიას, შეთქმულებისა და სააკაშვილ–გახარიას კავშირის თაობაზე.

როგორც გახარია ამბობს, რეალურად, პარტიის ხელმძღვანელობამ მას მიმართა თხოვნით, თანაგუნდელებს 13 თემერვალს შეხვედროდა, რადგან ისინი პარტიის წევრებს ვერ არწმუნებდნენ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.

„მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც იყო პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორი, სასამართლოს წნაშე უნდა წარსდგეს და მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს“,– განაცხადა გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ექს–პრემიერი ამბობს, რომ ამავე მოტივით ესაუბრა თანაპარტიელებს და გააცნო საკუთარი არგუმენტაცია იმუნიტეტის მოხსნის აუცილებლობის თაობაზე, რაც დეპუტატებმა გაიზიარეს და იმუნიტეტი 16 თებერვალს მოხსნეს.

მისივე თქმით, ვინაიდან პოლარიზაციის ხარისხი მაღალი იყო, სახელმწიფო ყველა სცენარისთვის უნდა მომზადებულიყო და 16 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, „ვაკვირდებით, პროცესები როგორ ვითარდება“.

გახაია საკუთარ პოზიციას განმარტავს და ამბობს, რომ თუ მართლმსაჯულების აღსრულება სურდა ხელისუფლებას, მელია იმგვარად უნდა დაკავებულიყო, რომ „თავიდან თმის ღერი არავის უნდა ჩამოვარდნოდა“.

„იყვნენ ადამიანები (გუნდის წევრები), რომლებიც ჩემს პოზიციას იზიარებდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამის განხილვა სეროზულად როგორ შეიძლება – ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრილი ერთი ხულიგანი პოლიტიკოსის დასაკავებლად 3 000 პოლიციელით შეჭრა – ეს ხდება 16 თებერვალს, ჩვენ ვმსჯელობთ. 17 თებერვალს ვხედავ, რომ პოზიციები ჩამოყალიბებულია, ზეგავლენები ხდება ამ ადამიანებზე და „უხილავი ხელები“ რაღაცნაირად მოქმედებენ, ამიტომ მოვითხოვე 5–საათიანი სეხვედრის მოწვევა, რათა დამეფიქსირებინა პოზიცია, რომელიც დავაფიქსირე“,– ამგვარად განმარტავს გახარია მელიას საქმეათან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდში იმჟამად მიმდინარე დისკუსიას.

გახარია ამბობს, რომ ფლობდა ოპერატიულ ინფორმაციას, რომ ენმ–ის ოფისში რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანები ბრძოლებისთვის იყვნენ გამზადებულნი:

„თურმე ვიღაეებს სხვა ოპერატიული ინფორმაციები ჰქონიათ კიევიდან და მე მიმალავნენ – სასაცილოა“,– განაცხადა გახარიამ კობახიძეზე მინიშნებით.

„როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, რომ პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილებაში პარტიიდან ვიღაც (რომელიც ცხოვრებაში ამას ვერასოდეს გაბედავდა) რაღაც ინსტუმენტებით ერეოდა, კომუნიკაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მიუღებელი იყო, იყო უზარმაზარი რისკის შემცველი პარტიაში გამაგრებული ადამიანებისთვის, პოლიციელებისთვის და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის“,– დასძინა გახარიამ.

მისი თქმით, ვახტანგ გომელაურის გადაყენების საკითხი განიხილებოდა, თუმცა შემდგომი პროცესები ნაკლებად პროგნოზირებადი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S