Accentnews.ge
რა იყო მოულოდნელი გახარიასთვის ივანიშვილის წერილში

რა იყო მოულოდნელი გახარიასთვის ივანიშვილის წერილში

08/06/2021 17:13:40 პოლიტიკა

ველოდი, მაგრამ არ ველოდი ასე სწრაფად და ასეთი ფორმით,– ასე ეხმიანება ექს–პრემიერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელშიც მას მოღალატე უწოდა.

როგორც გახარია ამბობს, სადღეისოდ ობიექტური რეალობაა, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას (არა ყველა, არამედ ვინც დღეს პარტიაში ამინდს ქმნის) მის გუნდთან დაპირისპირების როგორც მორალური, ისე ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია, „მათ თავი ამოწურეს“ და ამან აიძულა ბიძინა ივანიშვილი მსგავსი წერილით გამოსულიყო პოლიტიკური „შვებულებიდან“. როგორც

ამასთან, გახარია ამბობს, რომ წერილი ივანიშვილის ტონალობით მისთვის მოულოდნელი იყო:

„რა არის ამ განცხადებაში? გიორგი გახარია ჩემი პროექტი არაა და მოღალატეა. ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც ერთი სიმართლეა, რომ გახარა ივანიშვილის პროექტი არ არის და ვერ იქნება. მეორე არის ტყუილი, თითქოს ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ „ოცნება 2“ ვართ. ამასთან, მორალურად ჩაფენილია, რო გახარიამ უღალატა გუნდს და სახელმწიფოს, სხვა ყველაფერი იქ წყალია. ეს განცხადება შექმნილია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს პირდაპირი ზეგავლენა“.

გახარია "ტგ პირველის" ეთერში ამბობს, რომ მისთვის ღალატთან დაკავშირებით ბრალდებები მიუღებელია დასაბუთების გარეშე:

„დასაბუთება არის ის, რომ ორი დღით ადრე პარტიის თავმჯდომარე [კობახიძე] გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა და ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ შემდგომ ივანიშვილის ავტორიტეტს უფრო „გაპრავებულად“ დაერქვა ღალატი იმისთვის, რაც ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფოს ინტერესების მსახურება. რაც არ უნდა დამიძახონ, მოვითმენ. მესმის, რომ ეს ჩემი ტვირთია და ამით ჩემს ლექსიკას არ შევიცვლი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S