Accentnews.ge
ნიკა მელიამ საპარლამენტო ტრიბუნით ვერ ისარგებლა

ნიკა მელიამ საპარლამენტო ტრიბუნით ვერ ისარგებლა

08/06/2021 13:30:34 პოლიტიკა

პარლამენტის პლენარული სხდომა ისე დასრულდა, რომ ენმ–ის თავმჯდომარეს ნიკა მელიას პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლბა არ მიეცა.

დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ენმ–ის წევრებმა პარლამენტში მისვლამდე პარლამეტის თავმჯდომარესთნ კონსულტაციები გამართეს და იყო შეთანხმება, რომ მელია ფრაქციის ფორმატში 15 წუთით ისარგებლებდა და საზოგადოებას 7–თვიანი ბოიკოტის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნიდან გააცნობდა პარტიის გეგმებს. საკუთარ დროს ის ფრაქციის წევრებისთვის მომზადებულ ოთახში ელოდა და არა სხდომათა დარბაზში, თუმა პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარული სხდომა მოულოდნელად დაასრულა. სხდომათა დარბაზი დეპუტატებმა დატოვეს.

„ნიკასი, ჩვენი ეშინიათ. მაგრამ ჩვენ აქ ვიქნებით და „ქართული ოცნების“ დღის წესრიგს, რა თქმა უნდა, არ გავყვებით. ხვალაც იქნება სხდომა, ზეგაც. მათ მოუწევთ ჩვენი მოსმენა“,– განაცხადა თემის კომენტირებისას ენმ–ის ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ, რომელიც მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ კახა კუჭავას ესაუბრა.

კიდევ ერთმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ „ის, რაც ვერ მოხდა დღეს, მოხდება ხვალ:

„აუცილებლად მოისმენენ იმას, რაც ნიკა მელიას აქვს მათთვის სათქმელი“.

„ვერ დაგვესიზმრებოდა, ნიკა მელია რა განცხადებას აკეთებდა. ჩაგვაყენონ ხოლმე საქმის კურსში და გავითვალისწინებთ“,– ამგვარად უპასუხა ბრალდებებს „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ – „პოლიტიკური განცხადებები თუ უნდოდათ, აწი მაინც იცოდნენ, რომ იწყება ყოველ სამშაბათს, 12:00 საათზე. პარლამენტს თავისი დღის წესრიგი აქვს. აწი ნელ–ნელა ისწავლიან. წინა პარლამენტში იყო ზოგიერთი მათგანი, მაგრამ მაინც ვერ ისწავლეს. ხვალ გაგრძელდება კანონპროექტების განხილვა“.

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიას თავისი სათქმელისთვის პარლამენტში კიდევ 4 წელი ექნება.

"ნაციონალურ მოძრაობას 4 წელი ექნება იმისთვის, რომ თავის სათქმელი თქვას", - ამბობს ელისაშვილი, - "იმედს დავიტოვებ, რომ ეს სათქმელი იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო, რაც არ იყო ბოლო 7 თვის განმავლობაში".

შეგახსენებთ, რომ ენმ ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში დღეს პირველად მივიდა და მელიამ აქტიური ოთხი თვე დააანონსა.

დღეს პარლამენტს ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე უნდა ემსჯელა, თუმცა საკითხი დღის წესრიგიდან მოულოდნელად ჩაიხსნა. ამასთან, პარლამენტი გეგმავდა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას, თუმცა როგორც ირკვევა, აღნიშნული საკითხიც ჩაიხსნა დღის წესრიგიდან.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ენმ–ის წევრები პარლამენტში დღის მეორე ნახევარში მივიდნენ. მანამდე მათ პარლამენტთან ახალგაზრდების ჯგუფი ელოდა, რომლებიც გეგმავდნენ დეპუტატების სირცხვილის კოროდორში გატარებას. ახალგაზრდები ირწმუნებოდნენ, რომ არც ერთ პარტიას არ წარმოადგენენ, თუმცა ჟურნალისტებმა მათ შორის სახელისუფლებო გუნდის ახალგაზრდული ფრთის განსაკუთრებით აქტიური წევრები ამოიცნეს. საბოლოოდ მათ გეგმა შეცვალეს და ენმ–ის დეპუტატებს პარლამენტთან აღარ დახვდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S