"ოცნებამ" ამნისტიის კანონის განხილვა გადადო, მიზეზად ენმ-ის წევრების არდასწრება დაასახელა
08/06/2021 11:30:35 პოლიტიკა
"ქართულმა ოცნებამ" ამნისტიის კანონის განხილვა გადადო, მიზეზად ენმ-ის წევრების არდასწრება დაასახელა.
შესაბამისი ინიციატივა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ გააჟერა და განაცხადა, რომ უფრო სწორი იქნებოდა, დალოდებოდნენ ენმ-ის წევრებს და მათთან ერთად განეხილათ ეს პროექტი.
"ამნისტია უნდა გავიაროთ ძალიან მალე, მე ვფიქრობ, რომ მათაც უნდა დაველოდოთ. მანამდე, გვქონდა დანარჩენ ოპოზიციასთან საუბარი გარკვეულ დეტალებზე, იქნებ შევთანხმებულიყავით. ეს შეთანხმება სამწუხაროდ, ვერ შედგა. ჩვენ, ჩვენი მყარი პოზიცია გვაქვს ამაზე.
იმ ხალხის გარეშე, რომლის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელს, ფორმალურ თავმჯდომარეს ეხება ამნისტია, მათი მონაწილეების გარეშე არ მგონია, რომ სწორი იყოს. დაველოდოთ, გადავდოთ დღეს ამნისტიის საკითხი", -განაცხადა მდინარაძემ.


