"სახალხო დამცველი დღეს ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელიც მუშაობს"
08/06/2021 10:51:05 პოლიტიკა
დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის სალომე სამადაშვილმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მხარდაჭერა გამოუცხადა.
სამადაშვილის თქმით, დღეს სახალხო დამცველი არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს.
“მაშინ, როდესაც თქვენ სრულიად ჩამოშალეთ სახელმწიფო მართვის ინსტიტუტები, მე მინდა, დღეს ამ დარბაზიდან განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სახალხო დამცველს იმიტომ, რომ დღეს სახალხო დამცველი არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს”, – განაცხადა სამადაშვილმა.
გუშინ ომბუდსმენის ოფისთან მეუფე სპირიდონის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს და სახალხო დამცველის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის როლს აკრიტიკებდნენ.


