Accentnews.ge
"საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ"

"საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ"

08/06/2021 10:08:14 პოლიტიკა

"საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული სამართლებლივი შედეგები გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.

"რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ, ეს ცხადია. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, თუ ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებლივი საკითხი და სამართლებლივი შედეგები, რა თქმა უნდა, დადგება გამოძიების შემდეგ", - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S