"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის სხდომას არ ესწრება: "ცოტა ინერვიულონ"
08/06/2021 09:24:27 პოლიტიკა
ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტში პლენარულ სხდომას არ ესწრება. როგორც მედიისთვის იყო ცნობილი, ისინი დღევანდელ სხდომას უნდა დასწრებოდნენ.
ენმ პარლამენტში მისვლამდე კონსულტაციებს ცენტრალურ ოფისში მართავს. პარტიის წევრების თქმით, ისინი ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებენ.
"პარტიას გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, შესაბამისად, დაგველოდონ პარლამენტში ცოტა ინერვიულონ",- განაცხადა ენმ–ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტების თქმით, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლას აპროტესტებენ და ადგილზე მისულ პარტიის წევრებს "სირცხვილის დერეფანს" მოუწყობენ.


