Accentnews.ge
„ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება"

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება"

08/06/2021 08:58:07 პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება" –ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ენმ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს.

"ისინი ვერ ჩაერთვებიან სამუშაო ფორმატებში, რომელიც მიშელის დოკუმენტის აღსრულებას უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი და ა.შ. რაც შეეხება რეგლამენტით განსაზღვრულ წესებს და პრივილეგიებს, ბუნებრივია, ყველაზე გავრცელდება, ეს არის რეგლამენტი, მაგრამ, რაც შეეხება დამატებით ფორმატებს, იქ მათი ადგილი ვერ იქნება, ვიდრე მათი მხრიდან მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოეწერება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S