"ნატო–ს სამიტის კომუნიკეში მკაფიო გზავნილი იქნება საქართველოსთან დაკავშირებით"
08/06/2021 08:25:11 პოლიტიკა
ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ალიანსი "ღია კარის პოლიტიკის" ერთგული რჩება და 14 ივნისისთვის დაგეგმილი სამიტის კომუნიკეში საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი იქნება.
იგი საქართველოს რეფორმების კურსის გაგრძელებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ "როდესაც იქნება შესაბამისი პოლიტიკა, მაშინ საქართველო ნატო–ს კარში შესვლას შეძლებს"
"კომუნიკეში ნახავთ მკაფიო გზავნილს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების. ახლა კონსენსუსი MAP-ზე არ არის, ეს ნათელია, მაგრამ ასევე ნათელია, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. ჩემი აზრით, ქართველებს შეუძლიათ დაინახონ, რომ წინსვლა არის რეფორმების კუთხით და ნატო-ს წარმოდგენილობის გაზრდით საქართველოში. გაატარეთ აუცილებელი რეფორმები და როდესაც იქნება შესაბამისი პოლიტიკა, მაშინ საქართველო ნატო–ს კარში შესვლას შეძლებს", - განაცხადა აპატურაიმ ევროპული პოლიტიკის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე.


