Accentnews.ge
კალაძე გახარიასთან მიმართებაში თანაგუნდელებისგან განსხვავებულ პოზიციას იკავებს

კალაძე გახარიასთან მიმართებაში თანაგუნდელებისგან განსხვავებულ პოზიციას იკავებს

08/06/2021 08:35:52 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ექს–პრემიერ გიორგი გახარიასთან მიმართებაში კვლავ თანაგუნდელებისგან განსხვავებულ პოზიციას ინარჩუნებს. კერძოდ, მისი განცხადებები არაა იმგვარად რადიკალური, როგორიც იგივე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის დანარჩენი წევრების, რომლებმაც გახარიას გადაწყვეტილებას სახელმწიფოს ღალატი უწოდეს. ამგვარი იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფორმულირებაც, თუმცა კალაძე შემოიფარგლა მხოლოდ მსუბუქი ფორმულირებით, რომ გახარიას გადაწყვეტილება არ იყო მოსაწონი.

„ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს „მოღალატე იყოო“ – ეს მის განცხადებაში არ ყოფილა. მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით. რა თქმა უნდა, არ იყო მოსაწონი ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მისი მხრიდან იქნა მიღებული. ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ყველაფერი იყო ნათქვამი და წერტილი დაესვა მითქმა–მოთქმას, თითქოს გიორგი გახარიას პარტიის შექმნა ბიძინა ივანიშვილის პროექტია“,– განაცხადა კალაძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი იზიარებს ბიძინა ივანიშვილის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ გახარიამ "გუნდს და სახელმწიფოს უღალატა".

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ივანიშვილის განცხადების შემდეგ ნათელი გახდა, რომ გახარია არა მმართველი გუნდის, არამედ "სხვა ვინმეს ან რამის პროექტია".

"გაცხადდა ამ ყველაფრით, რომ გახარია არ არის არც ოცნების პროექტი, არც ივანიშვილის პროექტი და ამით მგონი გაცხადდა ისიც, რომ გახარია არის სხვა ვინმეს ან სხვა რამის პროექტი.

რაც შეეხება შეფასებას - ღალატი, მოღალატე, ეს საუკეთესოდ ასახავს მგონი იმ ყველაფერს, რაც მოხდა ამ წლის თებერვალში. ეს ყველაფერი საუკეთესოდ ასახავს იმას, თუ რა ნაბიჯები გადადგა გახარიამ. ეს იყო რა თქმა უნდა გუნდის ღალატი და უფრო მეტიც, როგორც ეს ითქვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშიც, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ეს შეიძლება პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი", - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას.

რაც შეეხება გახარიას პარტიის წევრების მოთხოვნას კობახიძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ გამოძიებას კითხვები ექნება, პასუხს გასცემს.

"გამოძიება არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. თუ რაიმე კითხვა იქნება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S