"ამ ეტაპზე არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს"
08/06/2021 07:49:42 პოლიტიკა
"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.
მისი თქმით, ის რომელიმე საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს.
"მერვე მოწვევის პარლამენტში ჩემი ხმა ისმოდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს უფრო ძლიერი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტში, რადგან ვითარება უფრო რთულია და ადამიანებს წაერთვათ უფლება დემოკრატიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევანის უფლება ეჭვქვეშ დგას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა კრიზისი. ვთვლიდი და ვთვლი, რომ არჩევნები გაყალბდა, შემდეგ პოლიტიკური კრიზისის შედეგად შედგა შეთანხმება და ამ შემოდგომაზე უნდა დავამტკიცოთ, რომ მოქალაქეების უმრავლესობის ნება არ იყო ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში. ესაა ძირითადი მიზანი და ვეცდებით, ეს დავანახოთ ხელისუფლებას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
კორძაიამ "რესპუბლიკური პარტია" 4 ივნისს დატოვა.


