Accentnews.ge
"ნაციონალური მოძრაობას" პარლამენტში შესვლა  "სირცხვილის დერეფნის" გავლით მოუწევს

"ნაციონალური მოძრაობას" პარლამენტში შესვლა  "სირცხვილის დერეფნის" გავლით მოუწევს

08/06/2021 07:13:28 პოლიტიკა, საზოგადოება

პარლამენტის შესასვლელთან ამ წუთებში აქცია იმართება. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" შესვლას აპროტესტებენ. მათი თქმით, "ნაციონალური მოძრაობას" პარლამენტში შესვლა "სირცხვილის დერეფნის" გავლით მოუწევს.

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ არც ერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ.

მათ ადგილზე ბანერები და "პუფები" აქვთ მიტანილი.

ენმ–ის ლიდერ ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ კი აღნიშნავენ, რომ პარლამენტში შესული ყველა დეპუტატი "პუფია".

დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის" ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შევა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. ამით, პარტიის 7-თვიანი ბოიკოტი დასრულდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S