Accentnews.ge
"13 წელიწადი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან და ნატო–მ, სულ მცირე, უნდა განიხილოს სამომავლო ნაბიჯები, რათა წინ წაიწიოს გაფართოების კუთხით"

"13 წელიწადი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან და ნატო–მ, სულ მცირე, უნდა განიხილოს სამომავლო ნაბიჯები, რათა წინ წაიწიოს გაფართოების კუთხით"

07/06/2021 17:12:38 პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ აცხადებს, რომ ალიასნმა უნდა განიხილოს სამომავლო ნაბიჯები, რათა წინ წაიწიოს გაფართოების კუთხით.

"13 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან, როდესაც ნატო–მ განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ალიანსის წევრები. როდესაც მოკავშირეები ნატო–2030–ის სტრატეგიაზე იმუშავებენ, ალიანსმა, სულ მცირე, უნდა განიხილოს სამომავლო ნაბიჯები, რომ წინ წაიწიოს გაფართოების კუთხით", – განაცხადა ვერშბოუმ.

მისი თქმით, რუსული ოკუპაციის გამო წევრი ქვეყნები მეტი სიფრთხილით ეკიდებიან ალიანსის გაფართოების საკითხს.

როგორც ვერშბოუ აცხადებს, ნატო–ს საკომუნიკაციო ენა უკრაინასა და საქართველოსთან უნდა იყოს, რომ ალიანსის კარი ღიაა და ამავდროულად ქვეყნებმა შიდა რეფორმებზე გაამახვილონ ყურადღება.

მისი თქმით, ალიანსის მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ ორივე ქვეყნის, მათ შორის სამხედრო კუთხით დახმარება:

"მოკავშირეებმა კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობა, რათა კიევმა და თბილისმა უკეთ შეძლონ პოტენციური რუსული აგრესიის შეკავება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S