Accentnews.ge
"ბევრი გაკეთდა შეკავებისა და თავდაცვის მიმართულებით ნატო–ს ტერიტორიაზე, თუმცა ნაკლები – უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით"

"ბევრი გაკეთდა შეკავებისა და თავდაცვის მიმართულებით ნატო–ს ტერიტორიაზე, თუმცა ნაკლები – უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით"

07/06/2021 17:00:42 პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ბევრი გაკეთდა შეკავებისა და თავდაცვის მიმართულებით ალიანსის ტერიტორიაზე, თუმცა ნაკლები –უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით.

მისი თქმით, ალიანსმა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე უნდა იმუშაოს.

"ნატო–მ ახალი გამოწვევების გათვალისწინებით უნდა იმუშავოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, მათ შორის, უნდა შემუშავდეს ალიანსის სტრატეგია რუსეთთან მიმართებით. ძალიან ბევრი გაკეთდა შეკავებისა და თავდაცვის მიმართულებით ნატო–ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, თუმცა ნაკლები – დეზინფორმაციის, კიბერ–უსაფრთხოების, ასევე უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით. ვიმედოვნებ, რომ მომავალი კონცეფცია იქნება უფრო ხმამაღალი რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით", – განაცხადა ვერშბოუმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S