Accentnews.ge
"სასამართლოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია"

"სასამართლოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია"

07/06/2021 14:23:32 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, მათ შორის, ნატო-ში ინეტგრაციას. თუმცა ამავდროულად იმ რეფორმების განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც, მისი თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია.

"ჩვენ ერთგულნი ვართ 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის განაცხადისა, რომ საქართველო გახდება წევრი. [...] ძალიან გაგიმართლათ, რომ ძლიერი ინსტიტუტები გაქვთ, თუმცა 19 აპრილის შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ეს ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს არის ნატო-სკენ მიმავალი გზა",– განაცხადა რიკერმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა კვლავ ბევრია გასაკეთებელი:

"რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემის რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას იმსახურებს ქართველი ხალხი. უნდა მოხდეს ყველა საკითხის გათვალისწინება, როგორიც არის მოსამართლეთა არჩევა, მათი დაწინაურება, სადისციპლინო საკითხები და ა.შ. ეს ყველაფერი რეფორმით უნდა გადაიჭრას. 19 აპრილის შეთანხმება, ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ამ კუთხით და ეს ნიშნავს, რომ რეფორმებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რაც მნიშვნელოვანია. ეს მუშაობის პროცესი უნდა იყოს ძალიან ინკლუზიური და მასში ასახვა უნდა ჰპოვოს საქართველოს მოსახლეობისა და საზოგადოების მრავალფეროვანმა მოსაზრებებმა. [...] ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, არის უმნიშვნელოვანესი, რათა ქვეყანა განვითარდეს და ჰქონდეს ინვესტიციები“, – განაცხადა რიკერმა.

ამასთნ, მან საქართველოს საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

"პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და სახელწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელით მინდა, გამოვხატო ნატო–ს ოპერაციებში, მათ შორის, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, საქართველოს მრავალწლიანი წვლილის დიდად დაფასება. ქართველი სამხედროები მამაცად მსახურობდნენ და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც სიცოცხლე დაკარგა მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S