„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს
07/06/2021 12:10:32 პოლიტიკა
„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.
„ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობისთვის უფრო შესაფერისი სფერო არის საზოგადოებრივი და აკადემიური საქმიანობა, ვიდრე პრაქტიკული პოლიტიკა“, –წერს ჟორჟოიანი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ყრილობის მოწვევამდე თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ეკა ლეკაშვილი.
ჟორჟოლიანი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს მადლობას უხდის.
"კვლავაც, არანაკლებ თავდაუზოგავი შრომით, გავაგრძელებ ამ იდეების მხარდაჭერას საზოგადოებრივი აქტივობის ფორმით“, – დასძენს ჟორჟოლიანი.
გია ჟორჟოლიანი საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრია. ბოლოს იგი 2016-2020 წლების მოწვევის პარლამენტში ირიცხებოდა.


