პარლამენტში "ენმ-ძალა ერთობაშიას" ფრაქცია შეიქმნა
07/06/2021 11:21:27 პოლიტიკა
პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" ფრაქცია შეიქმნა. მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია 32 წევრისგან შედგება.
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე.
"ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო ორგანოში ბოიკოტის შემდეგ ხვალ, პირველად შედის.


