Accentnews.ge
"ნამახვანჰესზე" მედიაცია ევროკავშირის ჩართულობით უახლეს დღეებში დაიწყება"

"ნამახვანჰესზე" მედიაცია ევროკავშირის ჩართულობით უახლეს დღეებში დაიწყება"

07/06/2021 09:03:55 პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ისეთ მსხვილ ინვესტორებთან, როგორიც "ნამახვანჰესის" მშენებელია, პერმანენტული კონტაქტი აქვთ. მან მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ამ საკითხზე იგეგმება მედიაციის დაწყებაც.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორთან, აქაც იყო ჩამოსული, მერეც ვეკონტაქტეთ, მე პირადად მაქვს ძალიან ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არის, მათ შორის მედიაციის პროცესი, ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება. ისინი მზად არიან, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას, მით უფრო, უკვე წავიდნენ საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისებზე", - განაცხადა თურნავამ.

საქართველოში შვიდ თვეზე მეტია, მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ „ენკასთან“ დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S