"არჩევნებს აგებენ და ივანიშვილი გამოაგორეს"
07/06/2021 10:35:47 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის მოსალოდნელ მარცხს უკავშირდება.
ბეჟაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა იცის, რომ 43%-ს ვერ აიღებენ და ახლა, ივანიშვილი თავისი განცხადებით ხმების მობილიზებას ცდილობს.
"ქართული ოცნება" კვლავ შიდა ინტრიგებითაა დაკავებული. აშკარაა, რომ გახარია აზის "ოცნების" ელექტორალურ ხმებს და მნიშვნელოვან ნაწილს იღებს, რაც ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს თვითმმართველობის არჩევნებში "ოცნებისთვის" 43%-ის მიღწევას, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი გამოაგორეს ახლა და აკეთებინებენ იმ განცხადებას, რომელიც "ქართული ოცნების" ელექტორატის მობილიზებას შეეცდება. თუმცა პროცესები იმდენად ღრმად არის ჩიხში შესული, დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში ეს განცხადებაც ვერ უშველის, "ოცნება" ამ არჩევნებს აგებს, 43%-ს ვერ მიაღწევს, რაც ვადამდელი არჩევნების წინა პირობა იქნება",-განაცადა ბეჟაშვილმა.


