Accentnews.ge
"ივანიშვილი ვალდებული იყო, გამოსულიყო და საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა"

"ივანიშვილი ვალდებული იყო, გამოსულიყო და საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა"

07/06/2021 10:22:02 პოლიტიკა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვალდებული იყო, რომ დღეს წერილი გაევრცელებინა.

მისი თქმით, ივანიშვილი ამ განცხადებას არ გაავრცელებდა, რომ არა “ინტენსიურად გავრცელებული ჭორი იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედად პოლიტიკურ პროცესბშია ჩართული და პოლიტიკურ ძალას ქმნის”.

„პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის გიორგი გახარიას ძალიან მკაცრი და გადაჭარბებულად ხისტი პოზიცია, რომელიც მან უმრავლესობის შეხვედრაზე გამოხატა. გაცილებით მკაცრად გამოხატა, ვიდრე მას სჩვევია, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაამთავროს. მეტამორფოზა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები აბსოლუტურად სხვა ქმედებებს ითხოვდა პრემიერ-მინისტრისგან, უმკაცრესად უნდა შეფასდეს პოლიტიკური თვალსაზრისით. ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო, გამოსულიყო და საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა. ვინაიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ამ არაადეკვატურ მოქმედებებს დაემატა კიდევ ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი იმის შესახებ, რომ თითქოს ამას რაიმე კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან – ირწმუნება ახალი პოლიტიკური ძალა და თითქოს ეს გარკვეულ სცენარს დაქვემდებარებული პროცესია. ეს განცხადება არ შედგებოდა, რომ არა ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული და პოლიტიკურ ძალას ქმნის, რომელმაც რაღაც მიზნები უნდა შეასრულოს მისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S