Accentnews.ge
"ივანიშვილს სურს, გახარიას გუნდით ხმები გაუყოს საპროტესტო ელექტორატს"

"ივანიშვილს სურს, გახარიას გუნდით ხმები გაუყოს საპროტესტო ელექტორატს"

07/06/2021 10:12:08 პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა წერილმა დაადასტურა, რომ ქვეყანას თავად მართავს.

"ის მართავს ქვეყანას, ის აკონტროლებს მთავრობას. გზავნილებიც კი, ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინანდელი ბოდვა სიტყვა-სიტყვით იგივეა, რაც ივანიშვილმა გაგვიმეორა დღეს. გვაცხოვრებს სისულელეების და ბოდვის მორევში". - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ივანიშვილმა ასევე დაადასტურა, რომ "სურს, გახარიას პოლიტიკური გუნდით ხმები საპროტესტო ელექტორატს გაუყოს".

"დაადასტურა ის, რომ მას სურს, გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები. იმიტომ, რომ მომავალში ქართული ოცნების პოლიტიკურ შანსებს ძალიან რთულ მდგომარეობაში ხედავს. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია, როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა და უნდა ვიყოთ მობილიზებულები, კონსოლიდირებულები და უნდა მოვემზადოთ თვითმმართველობის და ვადამდელი არჩევნებისთვის ოპოზიციური ძალები ერთმანეთთან კონსულტაციით, ტაქტიკასა და სტრატეგიაზე შეთანხმებით და ამომრჩეველთან ჩვენი გზავნილის მიტანით". - აცხადებს ბოკერია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S