Accentnews.ge
ესპანეთში "სინოფარმით" და "სინოვაკით" აცრილებსაც შეუშვებენ

ესპანეთში "სინოფარმით" და "სინოვაკით" აცრილებსაც შეუშვებენ

07/06/2021 09:26:23 პოლიტიკა

ესპანეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, 7 ივნისიდან სრულად აცრილ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლას შეძლებენ მათ შორის "სინოფარმით" და "სინოვაკით" აცრილები.

"ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, 7 ივნისიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ესპანეთის სამეფოს ტეროტორიაზე შემოსვლა შეეძლებათ შეზღუდვების გარეშე თუ წარმოადგენენ კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. მნიშვნელოვანია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციის სრული კურსი ესპანეთში გამომგზავრებამდე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეთ ჩატარებული იმ ვაქცინით, რომელიც ავტორიზებულია ევროპის მედიცინის სააგენტოს ("ფაიზერი", "მოდერნა", "j&j/", "ასტრაზენეკა") ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ("სინოფარმი", "სინოვაკი")", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S