ლატვია საქართველოს ვაქცინის 15 000 დოზას გადმოსცემს
07/06/2021 09:23:41 პოლიტიკა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის ინფორმაციით, ლატვია საქართველოსკოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 15 000 დოზას გადმოსცემს.
"მოხარული ვარ, რომ მივეცით ბიძგი პროცესებს და ლოჯისტიკური საკითხის გათვალისწინებით, კოვიდის საწინააღმდეგო 15 ათასი დოზა ვაქცინა გადმოეცემა საქართველოს", - განაცხადა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.
ლატვიის საგარეო მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იგი ზალკალიანის გარდა შეხვდება პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.


