Accentnews.ge
თურნავა განმარტავს, როდიდან შეიძლება, გაუქმდეს "კომენდანტის საათი"

თურნავა განმარტავს, როდიდან შეიძლება, გაუქმდეს "კომენდანტის საათი"

07/06/2021 08:32:31 პოლიტიკა, საზოგადოება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავა განმარტავს, როდიდან შეიძლება, გაუქმდეს "კომენდანტის საათი".

"ალბათ, დადგება ის მომენტი, როდესაც ვიმსჯელებთ ამ ღამის შეზღუდვის გაუქმებაზე. ეტაპობრივად ვამცირებთ, 11 საათამდე დავწიეთ საღამოს, დილის 4 საათამდე ჩამოვწიეთ. ნელ–ნელა იქითკენ მივდივართ. ჯერ ახალი გახსნილია სახმელეთო საზღვრები 1-2-3 კვირა ყოველთვის გვჭირდება რომ დავაკვირდეთ დინამიკაში. შიგნით კარგად ვმართავთ, მაგრამ ველოდებით ტურისტულ ნაკადებს უსაფრთხოდ, ამას მაინც მოაქვს გარკვეული რისკები. ორი კვირის თავზე, ალბათ, გამოჩნდება, სახმელეთო საზღვრების გახსნამ რამე ხომ არ გააუარესა. მერე გვექნება საშუალება, მართლაც ვიფიქროთ გაუქმებაზე", – განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S