"ივანიშვილი მიიყვანეს იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი"
07/06/2021 08:14:33 პოლიტიკა
"ივანიშვილი მიიყვანეს იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი", – ასე ეხმიანება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ექს–პრემიერ გიორგი გახარიას შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
მისი თქმით, დღეიდან ყველაფრს დაერქმევა თავისი სახელი.
"გახარიას გუნდის წევრები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იყვენენ მხარდაჭერილნი "ოცნებისა" და პირადად ივანიშვილის მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო სიცრუე, მაგრამ როგორც ჩანს ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი მიიყვანა იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი", – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, გახარიას ქმედებას "სწორედ ღალატი და იმედგაცრუება ჰქვია".
"ლიდერმა უბრალოდ აიღო და დაგვყარა, როდესაც კანონი იყო დასაცავი", – განაცხადა წულუკიანმა.


