Accentnews.ge
სუბარი – ივანიშვილის განცხადებაზე: "კითხვები მგონი, აღარ დარჩა არავის"

სუბარი – ივანიშვილის განცხადებაზე: "კითხვები მგონი, აღარ დარჩა არავის"

07/06/2021 07:54:54 პოლიტიკა

"კითხვები მგონი, აღარ დარჩა არავის", – ასე ეხმიანება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ექს–პრემიერ გიორგი გახარიას შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

სუბარი ეთანხმება და იზიარებს ივანიშვილის მოსაზრებას, რომ გახარიამ სახელმწიფოს უღალატა.

"პირველივე წუთიდანვე ვამბობდით, რომ ის რაც გააკეთა ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ, როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვან მომენტში უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს. ეს იყო სახელმწიფოს, სამართლის და კანონის უზენაესობის ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა. როცა კანონი უნდა აღსრულდეს, პრემიერი აცხადებს, რომ ამის წინააღმდეგია და მიდის თანამდებობიდან, ამას შეიძლება ერთადერთი მიზანი ჰქონდეს - ამ კაცის მიზანი იყო ჩამოეშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც არ შედგა. აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ დადიოდნენ და ავრცელებდნენ მისი გუნდის წევრები, განსაკუთრებით რეგიონებში, თითქოს ეს არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის ტყუილი, მაგრამ როგორც ჩანს, თვითონ ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ შეფასება მიეცა ამ სიცრუისთვის და ღალატისთვის, რაც ჩაიდინა გიორგი გახარიამ და მისი გუნდის წევრებმა საბოლოო ჯამში. ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ჩვენ არ გვაქვს მასთან კონტაქტი პოლიტიკურ თემებზე, შეიძლება ადამიანური კონტაქტი არსებობდეს და ამ ფონზე, როცა ვიღაც ცდილობს მისი სახელი გამოიყენოს და გამოიყენოს არასწორად, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს მოფინოს ნათელი და თავის პოზიცია გაამჟღავნა მკაფიოდ, კითხვები მგონი აღარ დარჩა არავის", - განაცხადა სუბარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S