Accentnews.ge
"თუ რუსეთი აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ უგუნურად იმოქმედებს, ვაშინგტონი საპასუხო ზომებს მიიღებს"

"თუ რუსეთი აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ უგუნურად იმოქმედებს, ვაშინგტონი საპასუხო ზომებს მიიღებს"

07/06/2021 04:58:21 პოლიტიკა

თუ რუსეთი აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ აგრესიულად და უგუნურად იმოქმედებს, ვაშინგტონი საპასუხო ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოცემა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ვაშინგტონს ურჩევნია, მოსკოვთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები ჰქონდეს, თუმცა აშშ-ის გაცხადებული პოზიციაა, რომ კრემლის აგრესიულ ქმედებებს შესაბამისი პასუხი მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ კიბერ–შეტევის გამო აშშ-ში მდებარე ნავთობსადენის ოპერატორმა კომპანიამ „Colonial Pipeline​“–მა მაისში რამდენიმე დღით შეწყვიტა მუშაობა, რის გამოც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე რამდენიმე შტატში საწვავის დეფიციტი შეიქმნა. ამერიკული მხარის განცხადებით, აღნიშნული რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს. 3 ივნისს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება REvil დგას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S