Accentnews.ge
"რუსეთი იყენებს ძალას მეზობლების წინააღმდეგ და ახორციელებს კიბერ–შეტევებს ნატოს წევრ ქვეყნებში"

"რუსეთი იყენებს ძალას მეზობლების წინააღმდეგ და ახორციელებს კიბერ–შეტევებს ნატოს წევრ ქვეყნებში"

04/06/2021 16:00:19 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა ამავდროულად მასთან დიალოგის წარმოების აუცილებლობაზე საუბრობს.

"რუსეთი აგრძელებს სახიფათო ქმედებებს სამხედრო წარმოდგენილობის ზრდით არქტიკიდან აფრიკამდე. იგი ემუქრება მეზობლებს. ახშობს მშვიდობიანი დემონსტრანტების გამოსვლებს სახლში და ახორციელებს კიბერ–შეტევებს ნატო–ს ქვეყნებში. ამჟამად რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები "ცივი ომის" დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. უნდა ვეცადოთ, გვქონდეს უკეთესი ურთიერთობები მოსკოვთან, რადგან იგი ჩვენი მეზობელია. თუნდაც არ გვჯეროდეს, მაინც არის შესაძლებელი, რომ გვქონდეს უკეთესი ურთიერთობები რუსეთთან განჭვრეტად მომავალში. ჩვენ უნდა ვესაუბროთ მათ და ვესაუბროთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი, როგორ მოვაგვაროთ არსებული რთული ურთიერთობები. ჩემთვის რუსეთთან დიალოგი არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანია. ერთის მხრივ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი შეკავების პოლიტიკა და მეორეს მხრივ, უნდა გვქონდეს დიალოგი მოსკოვთან. რადგან მიუხედავდ იმისა, რომ უამრავ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს რუსეთთან, ჩვენ უნდა მოვაგვაროთ მთელი რიგი საკითხები.​ ამასთან, რა თქმა უნდა, ვგმობთ რასაც ის აკეთებს უკრაინაში და სხვაგან. იგი იყენებს ძალას მეზობლების წინააღმდეგ. თუმცა მიმაჩნია, რომ რუსეთიდან მომდინარე გამოწვევების გააზრებასა და მასთან დიალოგის წარმოებას შორის წინააღმდეგობა არ არსებობს. ჩვენ უნდა ვესაუბროთ მათ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S