Accentnews.ge
"ნატო-ს სამეზობლოში კონფლიქტი და არასტაბილურობა პირდაპირ უთხრის ძირს ჩვენს უსაფრთხოებას, ამიტომ ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ პარტნიორებს შესაძლებლობების განვითარებაში"

"ნატო-ს სამეზობლოში კონფლიქტი და არასტაბილურობა პირდაპირ უთხრის ძირს ჩვენს უსაფრთხოებას, ამიტომ ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ პარტნიორებს შესაძლებლობების განვითარებაში"

04/06/2021 15:48:14 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენგბერგის განცხადებით, ალიანსის სამეზობლოში კონფლიქტი და არასტაბილურობა პირდაპირ უთხრის ძირს ნატო–ს უსაფრთხოებას.

მისი თქმით, ალიანსის მიზანია პარტნიორებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმაროს.

"ნატო-ს სამეზობლოში კონფლიქტი და არასტაბილურობა პირდაპირ უთხრის ძირს ჩვენს უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ პარტნიორებს წვრთნებსა და შესაძლებლობების განვითარებაში –ერაყიდან იორდანიამდე და საქართველოდან უკრაინამდე და დავეხმაროთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ანტიტერორისტული საქმიანობ​ა, კიბერ–შეტევების წინააღმდეგ ბრძოლა, კრიზისების მართვა და თავდაცვის რეფორმა. პარტნიორების წვრთნები და მათი შესაძლებლობების განვითარება საუკეთესო გზაა ჩვენს სამეზობლოში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", – განაცხადა სტოლტენბრგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S