ევროპარლამენტარი - ნინოწმინდის პანსიონზე: "იმედია, დაუყოვნებლივ ჩატარდება გამოძიება"
04/06/2021 12:50:54 პოლიტიკა, საზოგადოება
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსეხმიანება და აცხადებს, რომ საჭიროა, დაუყოვნებლივ ჩატარდეს გამოძიება.
"ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ბრალდებებია და ამ ცნობებს კიდევ უფრო და უფრო მეტი წყაროსგან ვიღებ. ვიმედოვნებ, განმარტავენ, რატომ არ უშვებენ პანსიონში ომბუდსმენს და გამოძიება დაუყოვნებლივ ჩატარდება. ეს ბავშვებს ეხება და არა პოლიტიკას", – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.


