Accentnews.ge
შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ვიოლა ფონ კრამონი უხელმძღვანელებს

შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ვიოლა ფონ კრამონი უხელმძღვანელებს

04/06/2021 09:40:33 პოლიტიკა

19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ „ჟან მონეს დიალოგს“ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უხელმძღვანელებს.

როგორც ვიოლა ფონ კრამონი "პირველ არხთან" საუბრისას აცხადებს, იგი ევროპარლამენტის ინიციატივით ჩაუდგება სათავეში სამუშაო ჯგუფს, რომელიც ქართველ დეპუტატებთან ერთად შარლ მიშელის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებაში გაწერილი მიზნების მისაღწევად იმუშავებს.

„ჟან მონეს დიალოგის“ დაწყება ივნისში იგეგმება. ამასთან ევროდეპუტატი იმედოვნებს, რომ უკვე ივლისში საქართველოში ჩამოვა და ევროპარლამენტის სახელის მოლაპარაკებებს გამართავს.

„ჟან მონეს დიალოგი“ ევროპარლამენტის მიერ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის შემუშავებული ინსტრუმენტია, რომელიც საპარლამენტო მედიაციასა და დიალოგს აერთიანებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S