Accentnews.ge
თამარ კორძაიამ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა

თამარ კორძაიამ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა

04/06/2021 07:09:50 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა.

“გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6–წლიანი თანამშრომლობა “რესპუბლიკურ პარტიასთან” და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში. ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა “რესპუბლიკური პარტიის” ორ წევრს უფრაქციოდ, დამოუკიდებლად საქმიანობით, პარლამენტის ტრინუბიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით. მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილების”, – წერს კორძაია სოციალურ ქსელში.

იგი “რესპუბლიკურ პარტიას” წარმატებებს უსურვებს, ხოლო თავად პარლამენტში საქმიანობას როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი გააგრძელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S