"მე და ნიკა მელია შევრიგდით"
03/06/2021 20:14:54 პოლიტიკა
"მე და ნიკა მელია შევრიგდით", – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გავარკვიეთ ერთმანეთში პირადი ურთიერთობა. ვსაუბრობდით იმ ჩვენს არასასიამოვნო გადაძახილ-გადმოძახილზე, რომელიც მანამდე იყო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის გაირკვა რაღაცები, ჩემს და ნიკას შორის. შეიძლება ვთქვათ, რომ შევრიგდით“,- განაცხადა ელისაშვილმა.
მოგვიანებით, აღნიშნული მელიამაც დაადასტურა.
"დიახაც, მე გადავდგი პირველი ნაბიჯი ალეკო ელისაშვილთან მიმართებაში, ოპოზიციონერებს გვმართებს, შენარჩუნებული გვქონდეს ადამიანური ურთიერთობები", – განაცხადა მან.


