"ყველა შეხვედრაზე ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებებს"
03/06/2021 16:40:45 პოლიტიკა
სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, საქართველოში დღეს გამართულ ყველა შეხვედრაზე, ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
"კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, არ ვიცნობ და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება ზოგადად ამ პროცესს, ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გავმართეთ, ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების მოთხოვნათა დაცვასა და უზრუნველყოფას. ეს გულისხომბს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, საარჩევნო რეფორმას", – განაცხადა ჯინ შაჰინმა.


