Accentnews.ge
"იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება"

"იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება"

03/06/2021 16:42:04 პოლიტიკა

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, აშშ ყურადღებით დაკვირდება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.

მისივე თქმით, იმისათვის , რომ არჩევნები მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, მნიშვნელოვანია, რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით.

„რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით, დიახ, ოქტომბრის არჩევნები იქნება ნამდვილად დაკვირვების ქვეშ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ვიცი, რომ ევროპაც და აშშ-იც გამოგზავნის საქართველოში დამკვირვებლებს, რომლებიც ამ პროცესს გაუწევენ უშუალოდ ადგილზე დაკვირვებას. იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S