Accentnews.ge
ამერიკელი სენატორი: "მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ს მიღებას, რაც ხელს შეუწყობდა ქვეყნის სვლას ნატო-ს წევრობისკენ"

ამერიკელი სენატორი: "მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ს მიღებას, რაც ხელს შეუწყობდა ქვეყნის სვლას ნატო-ს წევრობისკენ"

03/06/2021 16:20:00 პოლიტიკა

"მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ს მიღებას, რაც ხელს შეუწყობდა ქვეყნის სვლას ნატო-ს წევრობისკენ", – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა განაცხადა. თუმცა იქვე ალიანსის წევრობისთვის მნიშვნელოვან რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

"საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს აქვს პროცესი, რომელსაც ჰქვია MAP-ს პროცესი. მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ს მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა ნატო-ს წევრობისკენ სვლას. ამისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაატაროს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, ეს ეხება რეფორმებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, მაგრამ ამავე დროს, კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც“,– განაცხადა სენატრომა.

მისივე თქმით, საქართველო აგრძელებს გზას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით, რასაც აშშ მხარს უჭერს:

"საქართველო აგრძელებს გზას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით, რასაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს. როგორც სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, ჩვენ წარმოვადგენთ ორპარტიულ დელეგაციას აშშ-დან. მეც და სენატორი შაჰინიც გახლავართ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სენატში „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის ამ მხრივ ხედვებში განსხვავება არ არის. სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველო არის მეგობარი და საქართველოსთან გვაქვს განსაკუთრებული კავშირი. თანაბრად გვსურს, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა, რომელიც იმოძრავებს დემოკრატიის დაწინაურებისა და გაუმჯობესების გზაზე, თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე მოქმედი ეკონომიკით, რაც მეტ სარგებელს მოუტანს მის მოქალაქეებს. როგორც სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, ახლა ის დროა, როდესაც რუსეთი საქართველოს და სხვა სახელმწიფოებს ხელს უშლის ამაში. იგი ახდენს ზეწოლას უკრაინაზე, ბელარუსზე".

ამასთან, მან რუსული ოკუპაციის შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება:

"დღეს დილით გვქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ გვეხილა ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილი მდგომარეობა. ვნახეთ, როგორ არღვევს რუსეთი ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელსაც თავად მოაწერა ხელი რამდენიმე წლის წინ, რომლის ფარგლებშიც, უნდა მომხდარიყო ადამიანებისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის მიცემა. ჩვენ კი სულ სხვა რამეს ვხედავთ. საქართველოში გადმოსვლის უფლება არ ეძლევათ ადამიანებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. დამკვირვებლებმა გაგვიზიარეს თავიანთი მდგომარეობა. გვითხრეს, რომ არ ეძლევათ შესაძლებლობა და ზღუდავენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკვირვების მიზნით. ჩვენ უშუალოდ ვიხილეთ, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები“.

სენატორმა დღეს გამართული და დაგეგმილი შეხვედრების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დატვირთული დღის წესრიგი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ–ის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ:

"შევხვდით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელთანაც განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება. მათ დაადასტურეს მხარდაჭერა შემდგომი მუშაობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. გვქონდა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან. ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ენიჭება საქართველოში საარჩევნო სისტემისა და სასამართლო რეფორმის შემდგომ ჩატარებას. გარდა ამისა, გვქონდა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის სხვა წევრებთან. შუადღისას, შევხვდით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პარლამენტში, ხოლო ჩვენი პრეს–კონფერენციის დასრულების შემდეგ შევხვდებით ოპოზიციის წარმომადგენლებს. როგორც ხედავთ, საკმაოდ დატვირთული განრიგი გვაქვს საქართველოში, თუმცა ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს დამოკიდებულებს ქვეყნისადმი. მინდა, აღვნიშნო, რაოდენ დიდად ვუჭერთ მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს".

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს.

„დღეს საღამოს გვექნება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს იდეალური ერთობა. ზუსტად ეს ჩანაწერია აშშ-ის კონსტიტუციაში, რომელსაც ჩვენ დიდად ვაფასებთ და პატივს ვცემთ. მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს, პუნქტები იქნას აღსრულებული, მათ შორის ვიცით, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მხარეებს შორის არის ფართო შეთანხმება. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, აქ არ არის ერთიანი სულისკვეთება. იცით, რომ დამატებითი დეტალებია, რომელზეც უნდა გაგრძელდეს მუშაობა. მიგვაჩნია, რომ 19 აპრილის შეთანხმება გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს“, – განაცხადა სენატორმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S