"გიზიარებთ კარგ ამბავს, რომელიც თეთრმა სახლმა საქართველოსთან დაკავშირებით ახლახან დაადასტურა"
03/06/2021 15:48:19 პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის დოზებს გამოუყოფს.
როგორც სენატორმა აღნიშნა, თეთრმა სახლმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა.
„გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს, თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები“, – განაცხადა შაჰინმა სენატორმა რობ პორტმანთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
მოგვიანებით, სენატორმა პორტმანმა აღნიშნა, რომ "ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკიდან საქართველოს მოეწოდება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები":
„ორიოდე სიტყვით აღვნიშნავდი კოვიდთან დაკავშირებულ ვითარებას. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკიდან საქართველოს მოეწოდება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები. დღემდე საქართველომ უკვე მიიღო აშშ-ის მხრიდან 20 მილიონი დოლარი კოვიდთან საბრძოლველად. ჩვენ ზუსტად ვიაზრებთ იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც გვაქვს საქარველოსთან და ეს უკვე ისტორიული, ტრადიციულია, ვინაიდან 1991 წლის შემდეგ საქართველოსთვის აშშ-ის მიერ დახმარების სახით 5.7 მილიარდი დოლარია გამოყოფილი, რაც მიმართული იყო იქითკენ, რომ საქართველოს გაეუმჯობესებინა დემოკრატიული მდგომარეობა, მყარად დამდგარიყო თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე“.


