Accentnews.ge
კობახიძე –  გახარიასა და ჯაფარიძეზე: "ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი"

კობახიძე –  გახარიასა და ჯაფარიძეზე: "ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი"

03/06/2021 14:25:45 პოლიტიკა

"ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი", – ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას "ლელოს" ლიდერ ბადრი ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად "მას მუქარის შემცველი წერილი პირადად გიორგი გახარიამ გადასცა".

„ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, არის ორი ადამიანი, ორი პოლიტიკოსი, ორი ოპოზიცინერი და მათ ერთმანეთში გაარკვიონ ეს ურთიერთობა. ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის: 29 მაისს ექს–პრემიერმა გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გამართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S