Accentnews.ge
"სენატორების პოზიციაა, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა იბრძოლოს დემოკრატიისთვის და გადაწყვიტოს, რა არის მათთვის უკეთესი"

"სენატორების პოზიციაა, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა იბრძოლოს დემოკრატიისთვის და გადაწყვიტოს, რა არის მათთვის უკეთესი"

03/06/2021 12:29:55 პოლიტიკა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, ამერიკელი სენატორების პოზიციაა, რომ პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა უნდა იბრძოლოს დემოკრატიისთვის, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა არის მათთვის უკეთესი.

მისი თქმით, სენატორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბარი ძირითადად სასამართლო სისტემას შეეხო.

"მთავარი, რაზეც საუბარი იყო, არის ის, რომ მათ ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სხვებიც, თითქოს, ისინი ეკითხებიან, თქვენ გვითხარით, რა არის ჩვენი დემოკრატიისთვის უკეთესი. მათი პოზიცია ამაზე არის ის, რომ პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა იბრძოლოს დემოკრატიისთვის, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა არის მათთვის უკეთესი. ისინი, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებიან ინსტიტუტების აშენებაში. ჩვენ ბრძოლას, ისინი არ იბრძოლებენ, ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ქართველმა ხალხმა უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისა და დემოკრატიისთვის",- აღნიშნავს გიგაური.

ცნობისთვის: ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში 2 ივნისს ჩამოვიდნენ. აშშ–ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გააჟღერებს ორპარტიულ გზავნილს, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად. სენატორების ვიზიტი 4 ივნისს დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S