Accentnews.ge
აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა პოსტი დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა პოსტი დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

03/06/2021 13:13:39 პოლიტიკა

ქეთევან ბაკარაძემ, რომელიც 8 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, თანამდებობა დატოვა და ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

“უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის ურთულესი გამოწვევებიდან, უმძიმესი მოცემულობიდან და იმ საზოგადოების მოწყვლადობიდან გამომდინარე, რომელსაც ვემსახურებოდი. ამ პერიოდში არაერთი რეფორმისა, თუ განხორციელებული ცვლილების შედეგად უწყება,რომელიც ჩავიბარე, ჩამოყალიბდა სამინისტროდ, 5-ჯერ გაზრდილი პროგრამული ბიუჯეტით, ბენეფიტის ხელმისაწვდომობის გაფართოებული არეალით, ბენეფიციარზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის რგოლის მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისებით, ფინანსური მხარდაჭერითა და რაც უმნიშვნელოვანესია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ადამიანების მიმართ გატარებული პოლიტიკით,როგორც ჯანდაცვის, ისე ნდობის აღდგენის კუთხით.

ეს მეტად ფაქიზი და სენსიტიური თემაა და ყოველთვის თავს ვიკავებდი ფაქტების გასაჯაროებისაგან, თუმცა დღეს არსებული მოცემულობა-კონკრეტული ქეისები, სტატისტიკა, განწყობა,რუდუნებით მოპოვებული ურთიერთობები მაძლევს უფლებას განვაცხადო, რომ ეს მიმართულება ჩემი საქმიანობის ყველაზე წარმატებული პროექტია, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მშენებლობაში”, წერს ბაკარაძე სოციალურ ქსელში.

როგორც იგი წერს, მისთვის, როგორც დევნილისთვის, ყველაზე დიდი სურვილი აფხაზეთში დაბრუნებაა. მისი თქმით, გახარიას სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დეოკოპაციის მიმართულებით, მის ხედვებთან სრულ თანხვედრაშია:

“ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და ვუერთდები გუნდს, რომლის ხედვები, დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულ თანხვედრაშია ჩემთან; გუნდი, რომელიც წარმოდგენილია ღირსეული, წესიერი, კომპეტენტური ადამიანებით; გუნდი, რომელსაც ჰყავს საუკეთესო ლიდერი-გიორგი გახარია, რომელიც მჯერა, რომ თავისი პიროვნული თვისებებით, ღირებულებებით, ერუდიციით, ეფექტიანი მართვით, მათ შორის კრიზისული სიტუაციების წარმატებული მართვითა და დასახული მიზნებით ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის! უდიდესი პატივია ჩემთვის გავხდე ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრი, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, რათა ჩემი გამოცდილება, რესურსი კიდევ უფრო მეტად იყოს რეალიზებული და მხარდაჭერილი ახალი გამოწვევების დასაძლევად,საერთო მიზნის მისაღწევად”.

ვინ შეცვლის ბაკარაძეს ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S