პარლამენტში ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” შეიქმნა
03/06/2021 11:21:27 პოლიტიკა
პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა, რომელშიც გაერთიანებული არიან “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “რესპუბლიკური პარტია” და დამოუკიდებელი დეპუტატები. ფრაქციაში შვიდი დეპუტატი იქნება: გიორგი ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე, ხათუნა სამნიძე და გრიგოლ ვაშაძე.
ამის შესახებ პარლამენტში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ხათუნა სამნიძემ, გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ და ტარიელ ნაკაიძემ განაცხადეს.
"გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველიც, მაგრამ გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად. ფრაქციას ეწოდება „შარლ მიშელის რეფორების ჯგუფი“, ვიმუშავებთ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის შესასრულებლად და სხვა მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, ფრაქციის აპარატს – სერგო ჩიხლაძე. პაატა მანჯგალაძე კი სამნიძის მოადგილე იქნება.


