Accentnews.ge
ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

02/06/2021 13:50:37 პოლიტიკა

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ პირობებში მძლავრად არის ფესვებგადგმული ნეპოტიზმი და კორუფცია.

"ჩვენი ფრაქცია ინიციატივით გამოდის, რომ პარლამენტში შეიქმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, რომელიც ამოიღებს ყველა იმ საქმეს, რომელიც არის გაჩერებული, თაროზეა შემოდებული. საზოგადოებას მისცემს ძალიან მკაფიო პასუხს, თუ ვინ იპარავს საქართველოში ბიუჯეტს, რა სქემები მუშაობს საქართველოში. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ველოდებით, პარლამენტში ოპოზიციური პარტიის შემოსვლას. ეს იქნება ბრძოლა, რომელსაც მივიყვანთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს დააინიცირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S