Accentnews.ge
"მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები კარგად გრძნობდნენ თავს და მათი პრობლემები გადაიჭრას"

"მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები კარგად გრძნობდნენ თავს და მათი პრობლემები გადაიჭრას"

02/06/2021 10:09:14 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შუქრუთელების პროტესტს ეხმიანება და აცხადებს, რომ საელჩოს ადამიანების უფლებათა დაცვის ოფიცერი პროტესტის მინაწილეებს შეხვდა.

"საელჩოს ადამიანების უფლებათა დაცვის ოფიცერი გუშინ შეხვდა [შუქრუთელებს], მოისმინა მათი წუხილი. მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ შედგეს შეხვედრა სახალხო დამცველთან და ეს ადამიანები დაუკავშირდნენ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. საელჩოს როლი ამ შემთხვევაში არის დაკავშირება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები კარგად გრძნობდნენ თავს და მათი პრობლემები გადაიჭრას" -აცხადებს დეგნანი.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 100 დღეზე მეტია, ყურადღებასა და საკუთრების უფლების დაცვას ითხოვენ. აქციაში მონაწილე შუქრუთელების ნაწილმა პირი ამოიკერა და ამ გზით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას.

მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრევა, ან უკვე დაინგრა.

30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ელჩ კელი დეგნანს მიმართავენ, დაეხმაროს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ხმის მიწვდენაში.

თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალი და აუნაზღაუროს მოსახლეობას შესაბამისი თანხით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S