Accentnews.ge
"ვფიქრობ, სენატორები დაინტერესებულები არიან, რას აკეთებს საქართველო დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის"

"ვფიქრობ, სენატორები დაინტერესებულები არიან, რას აკეთებს საქართველო დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის"

02/06/2021 10:10:08 პოლიტიკა

"ვფიქრობ, სენატორები დაინტერესებულები არიან, რას აკეთებს საქართველო დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის", – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოში ამერიკელი სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის განცხადებით, სენატორების მთავარი გზავნილია, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას:

"ისინი ჩამოდიან იმის საჩვენებლად, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას. ეს არის გრძელვადიანი პარტნიორობა, რამდენადაც საქართველო ავითარებს დემოკრატიას და ეს გაგრძელდება. კოვიდის გამო მცირეხნიანი პაუზა გვქონდა ვიზიტებში, მაგრამ სენატორებმა გამოთქვეს ჩამოსვლის სურვილი, რომ გაეცნონ, როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები. ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა, რასაც აჩვენებს სენატორების შაჰინისა და პორტმანის ვიზიტი და ძალიან მაღალია ინტერესი მათი ვიზიტის მიმართ, როდესაც ისინი დაბრუნდებიან შტატებში. ბევრი შეხვედრა ექნებათ, მთავრობის წარმომადგენლებთან ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ლიდერებთან. რა თქმა უნდა,ყურადღება გამახვილდება განგრძობად რუსული აგრესიაზე, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე, რაც კვლავ რჩება ამერიკისთვის მნიშვნელოვან საკითხად და იწვევს როგორც საქართველოს, ისე ჩვენს შეშფოთებას. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება და მე ვფიქრობ, ისინი დაინტერესებლები არიან, რას აკეთებს საქართველო მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რომლისკენ სწრაფვაც რჩება ისე ძლიერი, როგორც არასდროს,“- განაცხადა დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S