“იმედგაცრუებულები ვართ, რომ ენმ-მ გადაწყვიტა, ხელი არ მოეწერა შეთანხმებისთვის”
02/06/2021 10:01:35 პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი კიდევ ერთხელ გამოხატავს იმედგაცრუებას ენმ-ის გადაწყვეტილების გამო, ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას და იმედოვნებს, რომ პარტია გადაწყვეტილებას შეცვლის.
„კარგია, რომ ენმ უერთდება პარლამენტს. თუმცა ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის. ვიმედოვნებ, ენმ–ის ლიდერები გადაწყვეტენ დოკუმენტზე ხელმოწერას, უზრუნველყოფენ, რომ შეთანხმების პუნქტები ასახული იქნება კანონმდებლობაში და შემდეგ იქნება დანერგილი. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვენელოვანია, ეს არ არის მხოლოდ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 19 აპრილს. მას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა უზრუნველყოფილი იქნას რეალური ცვლილებები, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევლენ პარლამენტში და იმუშავებენ კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან“, – განაცხადა ელჩმა.


