Accentnews.ge
პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

02/06/2021 10:02:39 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული ქალბატონი შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალებულთაგან 4 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 4 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 2 ივნისს გამოსცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S