Accentnews.ge
დეპუტატი "ოცნებიდან" – 50–ლარიანი დახმარების გაზრდაზე: "საქარველოში სულ არჩევნებია და მაშინ არასოდეს არ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი"

დეპუტატი "ოცნებიდან" – 50–ლარიანი დახმარების გაზრდაზე: "საქარველოში სულ არჩევნებია და მაშინ არასოდეს არ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი"

02/06/2021 09:28:56 პოლიტიკა

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50–ლარიანი შემწეობების100 ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილებას მოახლოებულ არჩვნებთა საერთო არაფერი აქვს.

"საქართველოში სულ არის არჩევნები, მაშინ არასოდეს არ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი. პანდემიიდან გამომდინარე, იცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია როგორც საქართველო, ისე მსოფლიო და ყველა ცდილობს გამოვიდეს ამ პანდემიური შოკიდან და ასეთ დროს, როდესაც სახელმწიფო იჩენს ძალისხმევას – ბავშვებს რომლებსაც ეს დახმარება სჭირდება დაეხმაროს, ეს არის მხოლოდ მისასალმებელი", აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S