"გახარიასთვის „ქართული ოცნების“ ან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა მომგებიანი არ იქნება"
01/06/2021 11:27:35 პოლიტიკა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ექს-პრემიერი გიორგი გახარია “ქართული ოცნებასა” და ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის არ აკრიტიკებს, რადგან მას “ოცნების” ამომრჩევლების ხმების წაღება სურს.
„არ მგონია, ადგილობრივ არჩევნებში გიორგი გახარიამ იმდენი ხმა მოაგროვოს, რომ მასთან სადმე კოალიცია გახდეს საჭირო. გახარია ეცდება, „ქართულ ოცნებას“ ხმები წაგლიჯოს და „ქართული ოცნების“ ხმებზე იმუშაოს. ამიტომ მისთვის ტაქტიკურად „ქართული ოცნების“ ან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა მომგებიანი არ იქნება. ეს არის ტაქტიკა, რასაც ის სავარაუდოდ გამოიყენებს, რადგან ახალი პარტიის წარმომადგენელია და საზოგადოების მხარდაჭერა მას აუცილებლად დასჭირდება. გიორგი გახარია „ქართული ოცნება 2“ ვერ იქნება, რადგან ის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყო და თუ მას „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა უნდოდა, ამას არავინ უშლიდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


