Accentnews.ge
გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას დებატებში იწვევს

გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას დებატებში იწვევს

01/06/2021 09:10:19 პოლიტიკა

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ექს–პრემიერ გიორგი გახარიას, რომელმაც 30 მაისს პარტია “საქართველოსთვის” დააფუძნა, სატელევიზიო დებატებში იწვევს.

გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებზე, სადაც შემთხვევითი არჩევის წესით ვაშაძისა და გახარიას დებატები უნდა შემდგარიყო, მის ნაცვლად ეთერში "ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მივიდა.

"მაშინ დებატებზე უარი მითხრა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული დებატების ფორმატში შემთხვევითი არჩევის წესით დაემთხვა ჩვენი სატელევიზიოდებატები, თუმცა ბატონ გახარიას შეეშინდა ჩემთან დებატებში შემოსულიყო და მდინარაძე გამომიგზავნა.ახლა კვლავ ვამბობ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში დავსხდეთ დებატებში და კითხვა დავუსვა, რადგან დღეს ქვეყნის ეკონომიკა გაუბედურებულია და ის გახლდათ ქვეყნის სათავეში” – აცხადებს ვაშაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S